რუსთავში მთავარი სახალწლო კონცერტი ,,ახალგაზრდობის პარკში” მოწყობილ საახალწლო სოფელში 18:00 საათზე დაიწყება

რუსთავში მთავარი სახალწლო კონცერტი ,,ახალგაზრდობის პარკში” მოწყობილ საახალწლო სოფელში 18:00 საათზე დაიწყება. 2022 წლის მოახლოებას რუსთაველებს, ანსამბლ ,,თუთარჩელას” სამი თაობა მიულოცავს კონცერტით. კონცერტს დაწყებამდე, დრამერების შოუ და სხვა სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება. საახალწლოო სოფელში მისულ პატარებს, სანტა კლაუსი საჩუქრებით დახვდება.
საახალწლო სოფელი რუსთავის ახლადრეაბილიტირებულ ახალგაზრდობის სკვერში, გუშინ ჯგუფი,, რეგიონის” და ,,გუფი ლენდის” კონცერტით გაიხსნა.
კონცერტი საზოგადოება ,,რუსთაველების” ინიციატივით და რუსთავის მერიის მხარდაჭერით გაიმართა.
ახალგაზრდობის სკვერში მოწყობილ საახალწლო სოფელში, რუსთავის მერია, სტუმრებს 2 იანვრის ჩათვლით უმასპინძლებს, სადაც პატარებს სანტა კლაუსი, საჩუქრები, საბავშვო კონცერტები და უამრავი სიურპრიზი ელოდებათ.
ახალგაზრდობის პარკშივე გაიმართება საქართველოს პრემიერმინისტრის მიერ ინიცირებული საახალწლო კონცერტი 4 იანვარს, სადაც რუსთაველებს, სადღესასწაულო კონცერტის გარდა, სანტა კლაუსი, საახალწლო ბაზრობა, ილუზიონისტების შოუ, კოსტუმირებული წარმოდგენა და კოსტუმირებული წარმოდგენები ელოდებათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები