რეგიონებში კინოჩვენებების ხელშეწყობის პროგრამა

   კულტურის დაწესებულებების შემოქმედებითი საქმიანობის წინსვლის და კინოსეანსების სისტემატიურად ჩვენების მიზნით, 2014 წლის დასაწყიში საქართველოს 5 მუნიციპალიტეტი (ლაგოდეხი, თიანეთი, ხაშური, ახალგორის სოფელი წეროვანი, ნინოწმინდა), ტექნიკური აპარატურით აღიჭურვება. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს რეგიონებში კულტურის მხარდაჭერის პროგრამა, რომლის ერთ-ერთი მიმართულებაც რეგიონებში კინოჩვენებების ხელშეწყობაა. 2013 წელს 15 ქალაქი და მუნიციპალიტეტი (ფოთი, ხულო, მარტვილი, გორი, თელავის სოფელი კისისხევი, მარნეული, ყვარელი, ლენტეხი ბაღდათი, ყაზბეგის სოფ. სიონი, კასპი, ახალქალაქი, სენაკი, ლანჩხუთი და დედოფლისწყალო) გაიხსნა კინოკლუბები, რომლებიც სათანადო ტექნიკური აპარატურით აღიჭურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები