გოგი მეშველიანი ბოლნისელ საბა ხვადაგიანს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს ულოცავს
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე , გოგი მეშველიანი მის სამაჟორიტარო ოლქში მცხოვრებ, ახალგარდა ბოლნისელ სპორტსმენს საბა ხვადაგიანს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს ულოცავს.
„ვულოცავ საბას ამ წარმატებას და ვუსურვებ, რომ კიდევ ბევრჯერ გაგვახაროს მისი გულშემატკივარი საკუთარი მიღწევებით,“- აცხადებს გოგი მეშველიანი.
ცნობისთვის, საბა ხვადაგიანი, თბილისის “დინამო”-ს მცველი, 2021 წლის საუკეთესო 19 წლამდე ფეხბურთელად დასახელდა და ალექსანდრე ჩივაძის სახელობის მედალი გადაეცა.