ხობის კულტურის სახლის ფოიეში, ხობის მუნიციპალიტეტის 2021 წლის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა

ხობის კულტურის სახლის ფოიეში, ხობის მუნიციპალიტეტის 2021 წლის წარმატებულ სპორტსმენთა და მწვრთნელთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ინფორმაციას ხობის კულტურის სახლი ავრცელებს.

“ღონისძიებაზე სპორტსმენთა ასპარეზობის ამსახველი ფოტო-ვიდეო კოლაჟის ჩვენება შედგა.
მერმა დავით ბუკიამ, ხობელ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა და ხობის მუნიციპალიტეტის სახელით ადგილობრივ და საერთაშორისო პირველობებზე წარმატებით ასპარეზობისთვის მადლობა გადაუხადა.

საერთაშორისო პირველობების გამარჯვებულ და პრიზიორ სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს პირად საბანკო ანგარიშზე თანხა ჩაერიცხებათ, ხოლო საქართველოს პირველობებზე წარმატებით მოასპარეზე სპორტსმენებს საჩუქრები გადაეცათ.

ღონისძიებას ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ქავთარაძე, მწვრთნელები და სპორტსმენები ესწრებოდნენ”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები