დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში საახალწლო ღონისძიებები დასრულდა
დმანისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში საახალწლო ღონისძიებები დასრულდა. ინფორმაციას დმანისის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს.
“აღსაზრდელებმა ახალი წლის ზეიმზე ლექსები, სიმღერები წარმოადგინეს და სხვადასხვა ზღაპრის გმირები განასახიერეს.
ბავშვებს სიმბოლური საჩუქრები დმანისის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა მურადაშვილმა თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გადასცა. ღონისძიებები კოვიდ რეგულაციების დაცვით გაიმართა. პანდემიის რისკების გათვალისწინებით აქტივობები დახურული იყო მშობლებისათვის”, – ნათქვამია ინფორმაციაში.