სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე ავარიას დედა-შვილი ემსხვერპლა
ავტოსაგზაო შემთხვევას მცხეთა-სტეფანწმინდა ლარსის მონაკვეთზე მსხვერპლი მოჰყვა. დაღუპულია ორი დედა-შვილი, რომლებიც არსებული ინფორმაციით, ბულგარეთიდან იყვნენ ჩამოსულები.
არსებული ინფორმაციით, მიკროავტობუსს მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, რის გამოც ის გზიდან ხევში გადავარდა.
წინასწარი ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ასევე დაშავებულია სამი ადამიანი.
როგორც “კვირას” შსს-ში უთხრეს, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო. ადგილზე შესაბამისი სამსახურებია მობილიზებული.