მამაკაცმა გარდაცვლილი შვილის ვიდეოკოლაჟის შექმნის თხოვნით ფეისბუქს მიმართა

ჯონ ბერლინმა იუთუბიზე ატვირთა ვიდეო, სადაც ის სოციალური ქსელის – ფეისბუქის დამფუძნებელს მარკ ცუკერბერგს სთხოვს, რომ,  ფეისბუქის ახალი – “Look Back”-ის პროგრამის დახმარებით, ვიდეოკოლაჟი შეიქმნას. ჯონ ბერლინის შვილი 2012 წელს 22 წლის ასაკში გარდაიცვალა. ფეისბუქი მამის თხოვნას დათანხმდა. ჯონ ბერლინმა ფეისბუქს იმიტომ მიმართა, რომ შვილის გვერდზე ვერ შედიოდა და თავად ვიდეოს შექმნას ვერ შეძლებდა. მოგვიანებით, მამაკაცმა ფეისბუქის საკუთარ გვერდზე დაწერა, რომ ცუკერბერგმა მისი თხოვნა გაითვალისწინა და გარდაცვლილ შვილს ვიდეოკოლაჟს – პატარა ფილმს დაუმზადებენ. სოციალური ქსელის დამფუძნებლები შეეცდებიან სხვა ოჯახების დახმარებასაც, რომელთაც საყვარელი ადამიანები დაკარგეს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები