სააკაშვილი: წარმოდგენაც არ შემეძლო, რამდენად მძიმე ფორმაში იყო საქართველოს სასამართლო სისტემა, სანამ ჩემს საქმეებთან დაკავშირებით არ აღმოვჩნდი პროცესებზე

“ჩემი სრული სოლიდარობა ძმებ წულუკიძეებს, ჭელიძეებს და ელდარ ანთაძეს უკანონო განაჩენის შემდეგ. ეს ხალხი დააპატიმრეს, რადგან მათ უარი თქვეს არჩევნების გაყალბებაში ჩართვაზე. ამ ადამიანებმა გამოიჩინეს პრინციპულობა და ღირსება არავის შეალახვინეს”, – ამის შესახებ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის “ფეისბუქ” გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

“მე წარმოდგენაც კი არ შემეძლო, რამდენად მძიმე ფორმაში იყო საქართველოს სასამართლო სისტემა, სანამ ჩემს საქმეებთან დაკავშირებით არ აღმოვჩნდი პროცესებზე. საერთოდ მცდელობაც კი არ ჰქონია პროკურატურას რაიმე სერიოზული მტკიცებულება ან ჩვენება მოეგროვებინა მთელი ამ დროის განმავლობაში. ეს მართლმსაჯულების პაროდიაც კი აღარ არის, ეს ელემენტარული ადამიანობის დაცინვაა”, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები