ამირან გამყრელიძე: ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ წამახალისებელი ღონისძიებები გაგრძელდეს
“ჩვენი რეკომენდაცია იქნება, რომ წამახალისებელი ღონისძიებები გაგრძელდეს”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საუბარია მონეტარულ წახალისებაზეც.
“დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაცია იქნება, რომ წამახალისებელი ღონისძიებები გაგრძელდეს, მათ შორის, მონეტარული. 200-ლარიან წახალისებაზე ეფექტი გვაქვს, 60 წელს ზემოთ ასაკის 106 ათასი ადამიანი აიცრა პირველადი აცრით, მათი 40% უკვე აცრილია სრულად. რაც შეეხება ლატარიას, ლატარიასთან დაკავშირებით უნდა გაანალიზდეს მონაცემები, ალბათ, შემდეგ მიიღებს საბჭო გადაწყვეტილებას”, – აღნიშნავს გამყრელიძე.