თამარ გაბუნია – კლუბებზე: “ომიკრონის” ტალღას ველოდებით, თამამი გადაწყვეტილებების მიღების დრო ჯერ არ არის
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით,, კორონავირუსის ახალი შტამის – „ომიკრონის” რისკების გათვალისწინებით, ჯერ არ არის დრო, ისეთი თამამი გადაწყვეტილება მიიღონ, რაც კლუბების გახსნას უკავშირდება.
“ამ პირობებში, როდესაც ჩვენ “ომიკრონის” ტალღას ველოდებით, ვადევნებთ თვალს, ევროპაში როგორ მკაცრდება ყოველდღე მოთხოვნები რეგულაციებთან დაკავშირებით. ძალიან რთული განსამარტია, თუ რატომ შეიძლება, დავუშვათ ახალი გახსნები, მაგალითად, კლუბებთან მიმართებით. ჯერ არ არის იმის დრო, რომ ჩვენ ასეთი თამამი გადაწყვეტილება მივიღოთ, მით უმეტეს მაშინ, როდესაც “ომიკრონის” რისკი ძალიან რეალურია. ცოტა დრო გვჭირდება. რა თქმა უნდა, ყველას ინტერესია, რაც შეიძლება სწრაფად დავუბრუნდეთ ჩვეულ რეჟიმს, როგორც გართობის, ისე სოციალური და სხვა აქტივობის მიმართულებას. რისკი “ომიკრონს” უკავშირდება, რომელსაც ბევრი კითხვის ნიშანი აქვს”, – აცხადებს გაბუნია.