“უკრაინა გახდება ნატო-ს წევრი” – რადას სპიკერი ნატო-სადმი რუსეთის შეთავაზებას გამოეხმაურა

უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერი, რუსლან სტეფანჩუკმა რუსეთის მიერ ნატო-სადმი გაკეთებული წინადადების კომენტირებისას თქვა, რომ ეს არის უკრაინის სუვერენიტეტის დარღვევა, ვინაიდან ქვეყანა გახდება ალიანსის წევრი, როდესაც აუცილებელ კრიტერიუმებს მიაღწევს.

რუსეთის საგარეო უწყებამ მოამზადა შეთნხმების პროექტი რუსეთ-ნატო-ს შორის, რომელშიც სხვა პუნქტებთან ერთად წერია, რომ ნატო-მ უნდა მისცეს გარანტია მოსკოვს იმის, რომ კიევი ალიანსის წევრი არ გახდება.

„რაც შეეხება იმას, რომ ზოგიერთი ქვეყანა, თუნდაც ძალიან დიდი, ნატო-ს რაღაც წითელ ხაზებს უყენებს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით – ეს არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის დარღვევა. უკრაინა მაშინ გახდება ნატო-ს წევრი, როდესაც მიაღწევს აუცილებელ კრიტერიუმებს. სხვა გაფრთხილებები და სურვილები, განსაკუთრებით აგრესორი ქვეყნის მხრიდან, გამოთქმული არ უნდა იყოს“, – თქვა მან.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები