სირიაში, T-4-ის სამხედრო აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ნაღმის აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა

სირიაში, T-4-ის სამხედრო აეროდრომის მახლობლად, ნაღმზე აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა.

სირიაში, ჰომსის პროვინციაში, T-4 სამხედრო აეროდრომის მახლობლად ნაღმის აფეთქების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ პროვინციის პრესსამსახური იუწყება.

„სირიის არმიის საინჟინრო დანაყოფებმა, დღეს, ჰომსი-პალმირას გზატკეცილზე, T-4 აეროდრომის ტერიტორიაზე რუტინული დათვალიერების დროს ხუთი ადამიანის ცხედარი აღმოაჩინეს“, – ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში Telegram-ის არხზე.

წინასწარი მონაცემებით, გარდაცვლილები რამდენიმე დღის წინ უკანონოდ შევიდნენ აეროდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ისინი ნაღმზე აფეთქდნენ.

ანგარიშის თანახმად, 27 ივნისს ნაღმის აფეთქების შედეგად ერთი ბავშვი დაიღუპა და ორი დაშავდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები