გურამ მაჭარაშვილი: ვერ დავეთანხმებით ბატონ მიხაელ როთს, რომ მეზობელ სახელმწიფოში დაკრძალვაზე ჩასვლა თურმე, ქართული უბედურებაა
“ვერ დავეთანხმებით ბატონ მიხაელ როთს, რომ მეზობელ სახელმწიფოში დაკრძალვაზე ჩასვლა თურმე ქართული უბედურებაა და კაცის კაცზე გათხოვება ევროპული ღირებულება, არც ასე არ არის, ბატონო მიხაილ,” – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტის ირანში ჩასვლასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებზე საუბრისას აღნიშნა.
„თურმე, მიხაელ როთი შეწუხდა, რომ დაკრძალვაზე არ შეიძლება ჩავიდეს ირანში, სადაც ჩადიან ასევე ის სახელმწიფოები, რომლებსაც ისინი აქებენ: აზერბაიჯანი, სომხეთი, თურქეთი, რატომ მათ მიმართ არ აქვთ პრეტენზია?! გასცენ პასუხი ფაშინიანს, რომელმაც თქვა, რომ ის რუსეთთან არავითარ კონფლიქტში არ შევა. რატომ არ გვესმის აქაური აგენტურის და ვაი ევროპელების განცხადებები, ეს არის ის რეალობა, რომელიც ირანში პრეზიდენტის ვიზიტთან დაკავშირებით უნდათ, რომ წარმოაჩინონ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.