ტრამპი: ჯასტინ გეიჯი თავის მშობლებთან ერთად ოვალურ კაბინეტს ორი კვირის წინ მოპოვებული დიდი გამარჯვების აღსანიშნავად ეწვია

ჯასტინ გეიჯი თავის მშობლებთან ერთად ოვალურ კაბინეტს ორი კვირის წინ მოპოვებული დიდი გამარჯვების აღსანიშნავად ეწვია, – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ეს იყო ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული ორთაბრძოლა და რა ბრძოლა იყო! დიდი პატივია ჩემპიონის ხილვა – მან დაამარცხა კიდევ ერთი მართლაც დიდი მებრძოლი, რომელსაც მანამდე მარცხი არ ჰქონდა განცდილი“, – აღნიშნა ტრამპმა.

ცნობისთვის, 14 ივნისს UFC-ის მსუბუქი წონითი დივიზიონის საჩემპიონო ქამრისთვის ბრძოლაში ჯასტინ გეიჯმა ქართველი მებრძოლი ილია თოფურია დაამარცხა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები