შსს-მ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი პირი დააკავეს.
შსს-ს ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ბასრი საგნის გამოყენებით ნაცნობ მამაკაცს სახის არეში დაზიანება მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
“დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავეს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, – წერია ინფორმაციაში.