ლიბანის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 2 მარტიდან მოყოლებული, ლიბანზე ისრაელის თავდასხმების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 4 301-ს მიაღწია, ხოლო დაშავდა 12 199 ადამიანი.
„2 მარტიდან 3 ივლისამდე აგრესიის მსხვერპლთა საერთო რაოდენობამ 4 301 ადამიანი შეადგინა, ხოლო დაიჭრა 12 199 პირი“, – ნათქვამია განცხადებაში.
ვაშინგტონში ლიბან-ისრაელის მოლაპარაკებების ბოლო რაუნდის შემდეგ, ორივე მხარემ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გამოაცხადა. ლიბანზე ისრაელის თავდასხმების ინტენსივობა შესამჩნევად შემცირდა, თუმცა ისრაელის სამხედრო დარღვევები გრძელდება. კერძოდ, პარასკევს ღამით, ისრაელის დრონმა სამხრეთ ლიბანში, ტირის რაიონში, სოფელ სიდიკინთან ახლოს მანქანას დაარტყა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიჭრა. ამასობაში, ისრაელის საჰაერო ძალებმა ლიბანში, მარჯაიუნთან ახლოს, დაახლოებით ათ სამიზნეს შეუტიეს.