რუსეთმა აშშ-სა და ნატო-ს შორის უსაფრთხოების გარანტიების შეთანხმების პროექტი მოამზადა – რა წერია დოკუმენტში

რუსეთის საგარეო უწყებამ უსაფრთხოების გარანტიებთან დაკაშირებით ორი დოკუმენტი მოამზადა, რომელიც გათვლილია, ერთი მხრივ, რუსეთ-შეერთებული შტატების, მეორე მხრივ – რუსეთ-ნატო-ს შორის ხელმოსაწერად.

რაც შეეხება დოკუმენტს, რომელიც რუსეთ-ნატო-ს შეეხება;

– მასში ნათქვამია, რომ უნდა გამოირიცხოს ნატო-ს შემდგომი გაფართოება და უკრაინის ალიანსში გაწევრიანება;

– არ მოხდეს დამატებითი სამხედრო ძალების და შეიარაღების განთავსება იმ ქვეყნებს ფარგლებს გარეთ, სადაც ისინი იმყოფებოდნენ 1997 წლის მაისში (აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების ალიანსში გაწევრიანებამდე) – გამონაკლისი შემთხვევების გარდა, რუსეთისა და ნატო-ს წევრების თანხმობით;

– ნატო-მ უარი თქვას ნებისმიერ სამხედრო საქმიანობაზე უკრაინაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ამიერკავკასიაში, ცენტრალურ აზიაში;

-არ განათავსონ საშუალო და მოკლე რადიუსის მოქმედების რაკეტები იქ, სადაც მათ შეუძლიათ მეორე მხარის ტერიტორიაზე დარტყმა;

– არ ჩაატარონ წვრთნები და სხვა მოქმედებები ბრიგადაზე მეტი რაოდენობის ძალთა მონაწილეობით, შეთანხმებულ სასაზღვრო ზონაში, რეგულარულად გაცვალოს ინფორმაცია სამხედრო წვრთნების შესახებ;

– დაადასტუროს, რომ მხარეები ერთმანეთს არ განიხილავენ მოწინააღმდეგეებად, გააძლიერონ შეთანხმება ყველა დავის მშვიდობიანი გზით გადასაჭრელად და ძალის გამოყენებისგან თავის შეკავება;

– აიღონ ვალდებულება, არ შექმნან პირობები, რომლებიც შეიძლება, მეორე მხარის მიერ საფრთხედ აღიქმებოდეს;

– შეიქმნას “ცხელი ხაზები” ექსტრემალური კონტაქტებისთვის.

მეორე დოკუმენტი, რომელიც რუსეთ-აშშ-ის ურთიერთობას შეეხება, გულისხმობს:

-არ მოხდეს იარაღის და ძალების განთავსება იმ ადგილებში, სადაც ეს მეორე მხარის მიერ ეროვნული უსაფრთხოების საფრთხედ შეიძლება იყოს აღქმული;

– თავი შეიკავონ ბირთვული და არაბირთვული მძიმე ბომბდამშენების ფრენისგან საკუთარი ცის გარეთ, საიდანაც მათ შეუძლიათ მეორე მხარის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების განადგურება;

– თავი შეიკავონ სამხედრო გემების ყოფნისაგან ეროვნულ წყლებს გარეთ, საიდანაც მათ შეუძლიათ მეორე მხარის ტერიტორიაზე მდებარე სამიზნეების განადგურება;

– არ განათავსონ საშუალო და მოკლე რადიუსის მოქმედების რაკეტები საზღვარგარეთ და იმ ადგილებში, საიდანაც მათ შეუძლიათ მეორე მხარის ტერიტორიაზე სამიზნეების განადგურება;

– არ განათავსონ ბირთვული იარაღი საზღვარგარეთ და უკვე განლაგებული უკან დააბრუნონ, აგრეთვე, მათი ტერიტორიის გარეთ ბირთვული იარაღის განთავსების ინფრასტრუქტურის განადგურება;

– არ ჩაატარონ სამხედრო წვრთნები ბირთვული იარაღის გამოყენების სცენარების შემუშავებით და არ მომზადდეს სამხედრო არაბირთვული ქვეყნები ბირთვული იარაღის გამოსაყენებლად;

– შეერთებულმი შტატებ პირობას დებს, რომ გამორიცხავს ნატო-ს შემდგომ გაფართოებას აღმოსავლეთით და უარს იტყვის პოსტსაბჭოთა ქვეყნების ალიანსში მიღებაზე;

– შეერთებული შტატები იღებს

ვალდებულებას, არ შექმნას სამხედრო ბაზები პოსტსაბჭოთა ქვეყნებში, არ გამოიყენოს მათი სამხედრო ინფრასტრუქტურა და არ განავითაროს მათთან სამხედრო თანამშრომლობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები