გიორგი სოსიაშვილი – ირანში საქართველოს პრეზიდენტის ჩასვლის გარშემო სპეკულაციებზე: არ დარჩა ისეთი თემა, რითაც რადიკალები, ექსტრემისტები არ სპეკულირებენ
განათლების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი სოსიაშვილი ირანში საქართველოს პრეზიდენტის ჩასვლასთან დაკავშირებით ოპოზიციის წევრების მიერ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა.
„არ დარჩა ისეთი თემა, რითაც რადიკალები, ექსტრემისტები არ სპეკულირებენ. ყველაფერს ატრიალებენ, იყენებენ სათავისოდ. ჩვენ ვართ განსაკუთრებული გეოპოლიტიკური მოცემულობის ქვეყანა, რომელსაც გარშემო მყოფ სახელმწიფოებთან აქვთ კარგი ურთიერთობა და ესეც არის ამ სამეზობლოში ნორმალური ურთიერთობის ერთგვარი ჟესტი“, – განაცხადა სოსიაშვილმა.