კურორტ ბეშუმსა და სოფელ ომალოში საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით დამატებითი სახანძრო-სამაშველო ძალები განთავსდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, საზაფხულო სეზონთან დაკავშირებით, კურორტ ბეშუმსა და სოფელ ომალოში დამატებითი სახანძრო-სამაშველო ძალები განათავსა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ცნობით, მონიტორინგისა და პრევენციული ღონისძიებების გაძლიერების მიზნით, აღნიშნულ ტურისტულ ზონებში მობილიზებულია ცოცხალი ძალა, დრონები და შესაბამისი სპეციალური ტექნიკა.
“საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას და დამსვენებლებს მოუწოდებს დაიცვან უსაფრთხოების წესები, ხოლო დაკვამლიანების ან ხანძრის შემჩნევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობონ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112″-ს”, – წერია ინფორმაციაში.