თბილისის ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა
“ვულოცავთ ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის 250-ე წლისთავს. ვუსურვებთ მათ მშვიდობასა და განვითარებას! – საქართველოს დედაქალაქი ამერიკის შეერთებულ შტატებს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 250 წლის იუბილეს ულოცავს”, – ამის შესახებ თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.
“საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, თბილისის სატელევიზიო ანძა აშშ-ის დროშის ფერებში განათდა”, – წერია ინფორმაციაში.