რატი იონათამიშვილი: ოპოზიციაში ფაქტობრივად ამბობენ, რომ თუ ფაშინიანია ჩავა თეირანში, ეს არის ძალიან კარგი რეგიონში მშვიდობისათვის და თუ ჩავა საქართველოს პრეზიდენტი, ეს არის ძალიან ცუდი
“ოპოზიციაში ფაქტობრივად ამბობენ, რომ თუ ფაშინიანია ჩავა თეირანში, ეს არის ძალიან კარგი რეგიონში მშვიდობისათვის და თუ ჩავა საქართველოს პრეზიდენტი, ეს არის ძალიან ცუდი,” – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, ისინი ამით მხოლოდ საკუთარ ორმაგ სტანდარტს ავლენენ.
„ოპოზიციაში ფაქტობრივად ამბობენ, რომ თუ ფაშინიანია ჩავა თეირანში, ეს არის ძალიან კარგი რეგიონში მშვიდობისათვის და თუ ჩავა საქართველოს პრეზიდენტი, ეს არის ძალიან ცუდი. რა თქმა უნდა, ისინი ამით მხოლოდ საკუთარ ორმაგ სტანდარტს ავლენენ. ფაქტობრივად, ჩვენს საზოგადოებას ეუბნებიან, რომ მათ არ გააჩნიათ არანაირი ღირებულებები და ერთადერთი მიზანია რაიმენაირად დააზიანონ ჩვენი ქვეყნის რეპუტაცია, იმიჯი. რა თქმა უნდა, მათ ამის პერსპექტივა არ აქვთ და საკუთარ ორმაგ სტანდარტს ამხელენ სინამდვილეში. უმარტივებენ ჩვენს საზოგადოებას სწორი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას“, – აღნიშნა მან.