შალვა პაპუაშვილი: შერიგება “ნაცმოძრაობას” სჭირდება, რომელიც ქართველ ხალხსა და ქართულ სახელმწიფოს უნდა შეურიგდეს

“პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ შერიგება არის გრძელვადიანი პროცესი და მიმართულია პოლიტიკური ტემპერატურის დაწევისკენ”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, შერიგება “ნაციონალურ მოძრაობას” სჭირდება, რომელიც ქართველ ხალხს უნდა შეურიგდეს.

“ვისაც სჭირდება შერიგება, ეს არის “ნაციონალური მოძრაობა”, რომელიც უნდა შეურიგდეს ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს. რაც შეეხება თავად პროცესს – პრეზიდენტმაც აღნიშნა, რომ ეს არის გრძელვადიანი, პოლიტიკური ტემპერატურის დაწევისკენ მიმართული პროცესი. აქედან გამომდინარე, წინასწარი საუბარი იმაზე, თუ რა შედეგი უნდა იყოს, ან როგორი პროცესი იქნება, რთულია. თავისთავად, საუბარს წინაპირობები არ სჭირდება, საუბარი არ არის თავად პრობლემა, საკითხი იმაშია, რომ თუ მიზანია პოლიტიკური დუღილის ტემპერატურის დაწევა, ამისთვის რთულია წინაპირობების გარეშე საუბარი, როდესაც გყავს პოლიტიკური ძალა, რომელიც უბრალოდ არ აღიარებს ხალხის ნებას,” – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები