არჩილ თალაკვაძე – „ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ბრიუსელში, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის საჭირო და მნიშვნელოვანია“

„პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტი ბრიუსელში, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის საჭირო და მნიშვნელოვანია, – ასე შეაფასა პარლამენტის ვიცესპიკერმა არჩილ თალაკვაძემ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის საერთაშორისო შეხვედრები ბრიუსელში.

“მაღალი დონის შეხვედრები, რომელსაც პრემიერ მინისტრი მართავს, მუდმივი კომუნიკაცია პარტნიორებთან საქართველოს ეკონომიკური განვითარების, დემოკრატიული რეფორმების და უსაფრთხოების განმტკიცების შესახებ – ის არის, რაც ჩვენი ქვეყნის მომავალზე პოზიტიურად აისახება და ჩვენს მეგობრებს უფრო ძლიერი მხარდაჭერისკენ განაწყობს.

ევროკავშირის ერთიან ბაზართან ინტეგრაცია, მაკროეკონომიკური ინსტრუმენტების მიღება, ენერგეტიკული და ციფრული დაკავშირებადობის გაძლიერება – საკითხები, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილი ევროპელ ლიდერებთან განიხილავს, ჩვენი ქვეყნისთვის სტრატეგიულია, რადგან 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის გასაკეთებლად ვემზადებით“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები