თინა ბოკუჩავა: არაერთგვაროვანი განცხადებები იყო “ქართული ოცნების” მხრიდან და მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ, შეხვედრა შემდგარიყო
“ნაციონალური მოძრაობის” წევრის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.
მისივე თქმით, მმართველი გუნდის ლიდერების მხრიდან საკითხთან დაკავშირებით გაკეთებული არაერთგვაროვანი განცხადებების გამო, მათთან შეხვედრა და მათი პოზიცის მოსმენა მნიშვნელოვანი იყო.
“საკონსტიტუციო ცვლილებები იყო 19 აპრილის დოკუმენტის ნაწილი, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნისთვის, რომ შევძლოთ, მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები. იცით, რომ არაერთგვაროვანი განცხადებები იყო “ქართული ოცნების” მხრიდან და მნიშვნელოვნად ჩავთვალეთ, ეს შეხვედრა შემდგარიყო”, – განაცხადა ბოკუჩავამ.
ცნობისთვის, ოპოზიციური პარტიების ნაწილი უმრავლესობის ლიდერს, ირაკლი კობახიძეს შეხვდა.