პაატა იმნაძე: საქართველო დედამიწაზეა, რაც დედამიწაზეა, საქართველოშიც ადრე თუ გვიან იქნება, უახლოესი 1 თვე ალბათ იქნება ის პერიოდი, როცა ქვეყანაში “ომიკრონი” დაიწყებს ცირკულაციას

“საქართველო დედამიწაზეა და, შესაბამისად, რაც დედამიწაზეა, საქართველოში ადრე თუ გვიან იქნება. უახლოესი 1 თვე ალბათ იქნება ის პერიოდი, როდესაც საქართველოში “ომიკრონ” შტამი დაიწყებს ცირკულაციას”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კორონავირუსის ახალ შტამზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, არსებული რეკომენდაციები ძალაშია.

“საქართველო დედამიწაზეა და, შესაბამისად, რაც დედამიწაზეა, საქართველოშიც ადრე თუ გვიან იქნება. უახლოესი 1 თვე ალბათ იქნება ის პერიოდი, როდესაც საქართველოში ეს ვირუსი დაიწყებს ცირკულაციას. მანამდე, რა თქმა უნდა, ყოველდღიურად არის მეთვალყურეობა, როდის გამოჩნდება “ომიკრონი” ქვეყანაში, ჯერჯერობით, არ გამოჩენილა. იყო რამდენიმე საეჭვო შემთხვევა, რა თქმა უნდა, გამოკვლეულია ეს ყველა, ვნახოთ, ბოლო-ბოლო, რა თქმა უნდა, “ომიკრონი” გამოჩნდება. ბოლო კვლევები გამოქვეყნდა გუშინ, ორი დოზა Astrazeneca-ს ვაქცინასა და 1 დოზა Pfizer-ს აქვს დაახლოებით 71%-იანი დამცველობითი უნარი, ხოლო 3-ჯერ Pfizer-ით აცრას-დაახლოებით 75%-იანი დამცველობითი უნარი გააჩნია. სამწუხაროდ, ჩინურ ვაქცინებზე არ არის ჯერ კვლევა გამოქვეყნებული, ამიტომ ზუსტ ციფრებს ვერ მოგახსენებთ, ანუ 3 აცრა პრინციპში “ომიკრონისაგანაც” იცავს საკმაოდ ეფექტურად. რეკომენდაციები რჩება იგივე. თუ გვინდა ინფიცირებისაგან თავის დაცვა, ეს არის პირველ რიგში პირბადე, თუ გვინდა დაავადებისაგან თავდაცვა, ეს არის ვაქცინაცია. ეს არის ორი ძირითადი, რაც უნდა იყოს დაცული”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები