ეკატერინე ტიკარაძე: შორს არ მივდივარ, ვინც დაიკავებს ჯანდაცვის მინისტრის თანამდებობას – მზად ვარ, გავუზიარო გამოცდილება და ხელი შევუწყო მის წარმატებას
ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი, ეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მზადაა, ჯანდაცვის მომავალ მინისტრს საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს.
“მე არ მივდივარ შორს, აქედან გამომდინარე, ვინც დაიკავებს ამ ადგილს, მე მზად ვარ, გავუზიარო ის გამოცდილება, რომელიც მივიღე და შესაბამისად ხელი შევუწყო მის წარმატებას”, – აღნიშნა ტიკარაძემ.