ფრანკოფონიის საპარლამენტო დელეგაციის წევრები სენატის საფრანგეთ-კავკასიის მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდნენ

ფრანკოფონიის საპარლამენტო დელეგაციის წევრები სენატის საფრანგეთ-კავკასიის მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელს – ალან უპერს, მეგობრობის ჯგუფის საქართველოს საკითხებზე მომუშავე დელეგირებულ პრეზიდენტს და მეგობრობის ჯგუფის სხვა წევრებს შეხვდნენ, სადაც მხარეებმა საქართველოსა და საფრანგეთს შორის არსებულ მეგობრულ და პარტნიორულ ურთიერთობებსა და მისი განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

პარლამენტის ინფორმაციით, განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული” დიალოგის მნიშვნელობაზე, რის საშუალებითაც ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობა ტრანსფორმირდა და კიდევ უფრო მაღალ დონეზე გადავიდა.

შეხვედრისას ხაზი გაესვა თანამშრომლობის გაღრმავებას როგორც ორმხრივ, ისე – მრავალმხრივ ფორმატებში: აღნიშნული მოიცავს ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფებსა და საპარლამენტო ასამბლეებში თანამშრომლობის გაძლიერებას. დავით სონღულაშვილის მხრიდან, აღინიშნა ფრანკოფონიის საპარლამენტო ასამბლეასთან თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლის მნიშვნელობა, რაც ასამბლეაში საქართველოს სტატუსის შეცვლასა და მის ასოცირებულ წევრად გახდომას გულისხმობს. მხარეებმა ასევე იმსჯელეს საქართველოსა და საფრანგეთის რეგიონებს შორის ურთიერთობების გაღრმავების მნიშვნელობაზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები