მამუკა მდინარაძე: სააკაშვილის გამოსვლის შემდეგ ერთადერთი გზა დარჩათ – წაეყვანათ იქით, თითქოს ის იღებდა ისეთ წამლებს, რომ რაღაც თავის ჭკუაზე ვერ არის

იმ ნაწილში, სადაც სააკაშვილი ამბობს საკუთარ ინტერპრეტაციებს, თუ როგორ ჩადიოდა დანაშაულს სამშობლოს სიყვარულით და ამიტომ ეს დანაშაული არ იყო, სააკაშვილმა ბრალდების მიერ გაჟღერებული ფაქტები დაადასტურა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ  განაცხადა.

„ წარმოუდგენელია, რომ კაცი იძახის, ჩემი ცოლი რატომ არ არის აქ. ჯორჯ ორუელის „1984“ რომ გავიხსენოთ – „ჩემი ცოლი, ჯულია, მომისვით აქო“. შეიძლება ცუდი შედარებაა, მაგრამ ეს ნაწარმოები აქტუალური იყო მათი კამპანიის დროს, თუმცა ძალიან ცუდად შეუბრუნდათ.

ამ ორ გამოსვლაზე დიდ იმედებს ამყარებდნენ. ვიდრე დაიწყებოდა, იქამდე შეფასდა ეს სიტყვა ისტორიულ გამოსვლად. როცა დაიწყო მან საუბარი და პროკურორმა შეაწყვეტინა – ადვოკატებმა თქვეს, დააცადეთ მიხეილ სააკაშვილს ისტორიული გამოსვლა.

ეს ისტორიული გამოსვლა შემდეგ აღმოჩნდა ისეთი გამოსვლა, რომლის გამოც ერთადერთი გზა დარჩათ – წაეყვანათ იქით, თითქოს ეს ადამიანი იღებდა ისეთ წამლებს, რომ რაღაც თავის ჭკუაზე ვერ არის“, – ამბობს მდინარაძე ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „იმედი LIVE“.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები