მიხეილ სააკაშვილი: სისუსტის გამო ხვალ, დიდი ალბათობით ვერ დავესწრები პროცესს

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ დიდი ალბათობით ხვალინდელ სასამართლო პროცესს ვერ დაესწრება.

“მადლობა ჟურნალისტებს თავდადებისთვის და სიცივეში დგომისთვის. გორი 4-ჯერ უფრო ცივია, ვიდრე თბილისი. გატყობინებთ, რომ ხვალ სისუსტის გამო დიდი ალბათობით ვერ დავესწრები პროცესს, (ძალიან ადრე რომ არ ადგეთ). იმედია პრესცენტრი ნორმალურად ამუშავდა“, – წერს სააკაშვილი წერილში, რომელიც გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ მედიას გადასცა.

შეგახსენებთ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 9 დეკემბერს გაიმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები