პარლამენტის დელეგაცია საფრანგეთში საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის წევრსა და განახლებადი ენერგიის ექსპერტ ანტონ სალიერის შეხვდა

საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, საფრანგეთში ვიზიტის ფარგლებში, ეროვნული ასამბლეის ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის წევრსა და განახლებადი ენერგიის ექსპერტ ანტონ სალიერის შეხვდა.

პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა განახლებადი ენერგიის მნიშვნელობაზე, გლობალური ეკონომიკური პროცესების ფონზე ენერგეტიკური უსაფრთხოების მნიშვნელობასა და ენერგეტიკული სექტორის მდგრადობაზე ისაუბრეს. ანტონ სალიერიმ დელეგაციის წევრებს საფრანგეთის ენერგეტიკული სტრატეგია გააცნო და ამ მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე ესაუბრა.

მხარეებმა ხაზი გაესვეს დეკარბონიზაციის საკითხსა და განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისების მნიშვნელობას. შეხვედრაზე დავით სონღულაშვილმა ფრანგ ექსპერტს ამ მიმართულებით საქართველოში არსებული გამოწვევები გააცნო. ყურადღება გამახვილდა ქვეყნის შესაძლებლობებსა და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე.

დავით სონღულაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტისთვის ენერგეტიკული სექტორის განვითარება პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და ამ მიზნით კომიტეტმა დაიწყო თემატური მოკვლევა „განახლებადი ენერგიის განვითარების პრობლემებთან დაკავშირებით”, რომლის მიზანსაც საქართველოში განახლებადი ენერგეტიკის განვითარებასთან დაკავშირებული ვითარების, არსებული გამოწვევების შესწავლა, გამოვლენა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება წარმოადგენს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები