ბექა ფერაძე: ღამის კლუბებთან მიმართებით ვმუშაობთ უსაფრთხოების პროტოკოლზე
“ღამის კლუბებთან დაკავშირებით გაიმართა რიგით მეხუთე შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში. უკვე მეორე თვეა, ერთობლივად ვმუშაობთ უსაფრთხოების პროტოკოლზე”, – ამის შესახებ შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსმა, ბექა ფერაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, ე.წ. მწვანე პასპორტთან ერთად უსაფრთხოების დამატებითი ზომები მნიშვნელოვანია.
“ღამის კლუბებთან დაკავშირებით გაიმართა რიგით მეხუთე შეხვედრა ჯანდაცვის სამინისტროში. უკვე მეორე თვეა, ერთობლივად ვმუშაობთ უსაფრთხოების პროტოკოლზე, რომელიც უზრუნველყოფს იმას, რომ ე.წ. მწვანე პასპორტებთან ერთად დამატებითი უსაფრთხოების ზომები იყოს დაწესებული, კონკრეტულად ამ სექტორის მიმართ. ეს არის მაქსიმალური პრევენცია იმისათვის, რომ ეტაპობრივი გახსნა არ გახდეს ვირუსის გავრცელების მაპროვოცირებელი”, – განაცხადა ბექა ფერაძემ.