მამუკა მდინარაძე: ირაკლი კობახიძე არის კონსტიტუციონალისტი, ამ სფეროში მაღალი რანგის ექსპერტი და, მათ შორის, იურისტებზე კარგად იცის ევროპული და სხვა ქვეყნების გამოცდილება

“ირაკლი არის კონსტიტუციონალისტი, ამ სფეროში მაღალი რანგის ექსპერტი და, მათ შორის, იურისტებზე კარგად იცის ევროპული და სხვა ქვეყნების გამოცდილება. შეიძლება, სხვებზე კარგად იცის კონსტიტუციური სამართლის საფუძვლები”,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძე, აღნიშნული განცხადებით, საარჩევნო ბარიერთან დაკავშირებით კელი დეგნანისა და ირაკლი კობახიძის განცხადებებს გამოეხმაურა.

„ირაკლი კობახიძის მხრიდან კომპეტენციის დაწუნება არ მომხდარა. ვიღაცას აქვს სპეციფიკური ცოდნა კონკრეტული მიმართულებით. ჩვენ ექიმების სიღრმეებში ხომ არ შევდიოდით? ექიმს სამედიცინო ტერმინოლოგიაში ვერ შევეკამათები. დიახ, ირაკლი არის კონსტიტუციონალისტი, ამ სფეროში მაღალი რანგის ექსპერტი და, მათ შორის, იურისტებზე კარგად იცის ევროპული და სხვა ქვეყნების გამოცდილება. შეიძლება, სხვებზე კარგად იცის, კონსტიტუციური სამართლის საფუძვლები. იურისტი ვარ, სისხლის სამართლის სპეციალისტი, მაგრამ კონსტიტუციურ სამართალში არ ვცდილობ, მაინცდამაინც, ირაკლი კობახიძეს ვეკამათო“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები