მამუკა მდინარაძე – საკონსტიტუციო ცვლილებებზე: დავსხდეთ და ვილაპარაკოთ, მაგრამ არა იმაზე, ვის რა აწყობს, არამედ – რა სჯობს ქვეყნისთვის

“უნდა ვიმსჯელოთ, რა სჯობს ჩვენი ქვეყნისთვის და არა – რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მამუკა მდინარაძემ საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხზე მსჯელობისას ოპოზიცია კომპრომისებზე არ წასულა და რადიკალური ოპოზიცია პლურალიზმის გაღრმავებისთვის ყველაფერს აკეთებს.

„2-სა და 5-ს შორის არის 3 და 4, რაც განხილვის შედეგად შეიძლება, იყოს საერთო კონსენსუსის საგანი. ნაბიჯი, რომელიც თავის დროზე გადაიდგა და შეთანხმების საგანი გახდა, გამოწვეული იყო ჩვენი მხრიდან კომპრომისის შედეგად. ოპოზიციის მხრიდან არანაირი კომპრომისი არ გვინახავს. რადიკალური ოპოზიცია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ პოლარიზაცია კიდევ უფრო გაღრმავდეს. აქედან გამომდინარე, ვიდრე არ დავინახავთ, რომ ოპოზიციური ფლანგიდან ვინმე ფიქრობს, ამ ქვეყანაში პოლარიზაცია შემცირდეს, კი ბატონო, დავსხდეთ და ვილაპარაკოთ, მაგრამ არა იმაზე, ვის რა აწყობს, არამედ რა სჯობს ქვეყნისთვის. ევროპის ქვეყნების ნახევარზე მეტში არის 5-პროცენტიანი საარჩევნო ბარიერი, რითაც აბალანსებენ პლურალიზმის და სტაბილურობის ინტერესს. ასევე, ორ ქვეყანაში არის 2 და ნაკლებპროცენტიანი საარჩევნო ბარიერი. ასევე არის ქვეყნები, სადაც არის 3 პროცენტი. უნდა ვიმსჯელოთ, რა სჯობს ჩვენი ქვეყნისთვის და არა – რომელიმე პოლიტიკური პარტიისთვის“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები