სააკაშვილის ადვოკატებს და მხარდამჭერებს მაგალითებად მოჰყავთ გვირგვინი, ჰილარი კლინტონის დაპატიჟება, რომელიც შეიძლება თავისი არსით წარმომადგენლობითი ხარჯი იყოს, თუმცა აქ უკვე დგება სამართლებრივი პრობლემა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანმა შალვა პაპუაშვილმა ტვ „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, არის ორი სახის ხარჯი – ერთი, რომელიც შესაძლოა თუ სწორად იქნებოდა დახარჯული, არა საიდუმლო, სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან, არამედ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ, ყოფილიყო წარმომადგენლობითი ხარჯი, მაგრამ აქ არის სამართლებრივი და ფინანსური პრობლემა, რომ დაიხარჯა არასათანადო ბიუჯეტიდან, მაგრამ არის მეორე უფრო დიდი ნაწილი, სადაც მიზნობრიობა არც კი არსებობს.
„ერთი ხრიკი, რასაც იყენებენ ადვოკატები და მხარდამჭერები არის ის, რომ მოჰყავთ მაგალითებად გვირგვინი, ჰილარი კლინტონის დაპატიჟება, რომელიც შეიძლება თავისი არსით წარმომადგენლობითი ხარჯი იყოს, თუმცა აქ უკვე დგება სამართლებრივი პრობლემა, ამიტომ აქ ასე უნდა შევხედოთ – არის ორი სახის ხარჯი ერთი არის ისეთი ხარჯი, რომელიც შესაძლოა თუკი სწორედ იქნებოდა დახარჯული, არა საიდუმლო, სახელმწიფო დაცვის სამსახურიდან, არამედ პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ, ყოფილიყო წარმომადგენლობითი ხარჯი, მაგრამ აქ არის სამართლებრივი და ფინანსური პრობლემა, რომ დაიხარჯა არასათანადო ბიუჯეტიდან, მაგრამ არის მეორე უფრო დიდი ნაწილი, სადაც მიზნობრიობა არც კი არსებობს. ანუ, აქ თუ შეიძება რაღაც მიზნობრიობით გამართლდეს, რომ იყო სტუმრის მიღება, უბრალოდ არასწორი ფონდიდან დაიხარჯა, რაც ასევე დარღვევაა, სხვა შემთხვევაში, ნახევარი მილიონი კოსმეტიკური პროცედურები, მათ შორის სასტუმროები დუბაიში და ემირატებში. სხვათა შორის, მასთან ერთად იმ დროს იმყოფებოდა დამოუკიდებელი ტელეკომპანია „იმედის“ ხემძღვანელი გიორგი არველაძე, რა უნდოდა პრეზიდენტთან ერთად დასასვენებლად დუბაიში, ესეც ხომ აჩვენებს, რა კავშირი იყო, ამიტომ არანაირი გამართლება ამ ხარჯებს არ აქვს. სამარცხვინოა ის არგუმენტაცია, რასაც ის მოიშველიებდა ყველაფერ ამასთან დაკავშირებით, ეს არის კიდევ ერთხელ ცხადად და ხაზგასმით ელიტური კორუფციის მაგალითი. ეს არის საერთო ჯამში ისტორიული პროცესი იმ კუთხით, რომ ხდება ნაცმოძრაობის გასამართლება ელიტური კორუფციის გამო,“ – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.