ირაკლი კობახიძე: 26 მაისზე სააკაშვილის განცხადება ტყუილების კასკადია

“26 მაისზე მიხეილ სააკაშვილის განცხადება არის ტყუილების კასკადი, სინამდვილეში, უმძიმესი სპეცოპერაცია ჩატარდა, რასაც ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა”, – ამის შესახებ ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ყველაფრის შემოქმედი  სააკაშვილი იყო.

„საქართველოში არის ინსტიტუტები, მათ შორის, სასამართლო, პროკურატურა, რომლებსაც ამ საქმის განხილვა ეკუთვნით, რომლებიც ამ საქმეს კანონმდებლობის შესაბამისად განიხილავენ და განაჩენები დადგება. მინდა, შეგახსენოთ, რომ ახლა მიხეილ სააკაშვილი ზის არა წინასწარ პატიმრობაში, არამედ მას უკვე აქვს სასჯელი შეფარდებული ორ საქმეზე. რაც შეეხება 26 მაისზე მიხეილ სააკაშვილის განცხადებას, ეს არის ტყუილების კასკადი, სინამდვილეში, უმძიმესი სპეცოპერაცია ჩატარდა, რასაც ადამიანური მსხვერპლი მოჰყვა. რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. არა მხოლოდ დაიღუპა, არამედ გახსოვთ, რომ შოთა უტიაშვილის მონაწილეობით დააწყვეს ადამიანების ცხედრები მაღაზიის სახურავზე, თუ ეს სიტყვა შეიძლება, გამოვიყენოთ. ეს იყო რეალობა, ამის ლიდერი და შემოქმედი იყო მიხეილ სააკაშვილი, როგორც სისხლიანი რეჟიმის მთავარი ხელმძღვანელი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღევანდელ სასამართლო პროცესზე საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ 26 მაისს გასცა ერთადერთი ბრძანება, რომ გაეხსნათ გზა ყველა მიმართულებით და გაეყვანათ ხალხი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები