კელი დეგნანი: ვიმედოვნებ, გატარდება ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმა, რაზეც პოლიტიკური ლიდერები შეთანხმდნენ

“ძალიან იმედგაცრუებული ვიყავით, რომ პარლამენტმა ეს პროცესი გააგრძელა. უნდა ვთქვა, რომ ძნელი გასაგებია, რატომ იყო საჭირო ამ დანიშვნების დაჩქარება”,- ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესზე საუბრისას განაცხადა.

ელჩი იმედოვნებს, რომ სასამართლო რეფორმა, რაზეც პოლიტიკური ლიდერები შეთანხმდნენ, გატარდება.

“ძალიან იმედგაცრუებული ვიყავით, რომ პარლამენტმა ეს პროცესი გააგრძელა. უნდა ვთქვა, რომ ძნელი გასაგებია, რატომ იყო საჭირო ამ დანიშვნების დაჩქარება, მიუხედავად იმისა, რომ განხორციელებული იყო მნიშვნელოვანი და ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ამ ქვეყნის წინაშე არსებული მრავალი სხვა გამოწვევა უგულებელყოფილია. რატომ გახდა ეს საკითხი პრიორიტეტული, როცა ქვეყანა სხვა გამოწვევების წინაშე დგას? ეს დამაბნეველია და ძალიან იმედგამაცრუებელია. ახლა ჩვენ გვყავს კიდევ ოთხი მოსამართლე, რომლებიც დაინიშნენ არაგამჭვირვალე პროცესით. საქართველოს მოსახლეობას არ აქვს ინფორმაცია იმ მოსამართლეების კვალიფიკაციის შესახებ, რომლებიც ახლა უზენაეს სასამართლოში უვადოდ დაინიშნენ. სასამართლო რეფორმის მიზანი, რომელზეც მათ შორის საქართველოს პოლიტიკური ლიდერები შეთანხმდნენ, გულისხმობდა გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდას, რათა საქართველოს მოქალაქეები დარწმუნებული იყვნენ, რომ სასამართლოებში მოსამართლეები არიან კვალიფიცირებული, ეთიკურები, მიუკერძოებლები. იმედი მაქვს, რომ ეს ასე იქნება მალე და გატარდება ყოვლისმომცველი სასამართლო რეფორმა, რომლის განხორციელებაზეც შეთანხმდნენ პოლიტიკური ლიდერები“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები