რამდენი ადამიანი აიცრა საქართველოში – ბოლო 24 საათის სტატისტიკა
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული განახლებული მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 11 099-მა ადამიანმა გაიკეთა. შედეგად, ქვეყანაში სულ 2 197 838 აცრა ჩატარდა.
ცნობისთვის, ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 853 833 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 796 453 ადამიანი და გარდაიცვალა 12 191 პაციენტი.