სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრი: ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ურყევი რჩება

სლოვაკეთის მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ურყევი რჩება, – ამის შესახებ სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ივან კორჩოკმა ტვიტერზე დაწერა.

„ჩვენს აღმოსავლეთ სამეზობლოში მიმდინარე მოვლენებმა მოტივაცია უნდა მოგვცეს, რათა მეტი გავაკეთოთ ასპირანტი ქვეყნებისთვის, უკრაინასა და საქართველოსთვის. სლოვაკეთის მხარდაჭერა უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა და ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი ურყევი რჩება“, – დაწერა სლოვაკეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა Twitter-ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები