ალასანია – სააკაშვილის შვილების სწავლის ბიუჯეტიდან დაფინანსებაზე: გამორიცხულია, ჩემი მშობლების სახლი დაანგრია ბიბლიოთეკისთვის
ჩემი შვილის ბუნებიდან გამომდინარე, ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. მზად იყო, ჩვენთვის წაეგლიჯა ყველაფერი და დაედო, – ასე უპასუხა მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დედამ, გიული ალასანიამ ჟურნალისტის კითხვას, ფინანსდებოდა თუ არა სააკაშვილის შვილის, ედუარდ სააკაშვილის სწავლის საფასური სახელმწიფო ბიუჯეტიდან.
„ჩემი შვილის ბუნებიდან გამომდინარე, ეს აბსოლუტურად გამორიცხულია. მზად იყო, ჩვენთვის წაეგლიჯა ყველაფერი და დაედო. ჩემი მშობლების სახლი დაანგრია წასვლის წინ, რომ ბიბლიოთეკა დაედგა. აი, ასეთი ადამიანია“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.
შეგახსენებთ, რომ სააკაშვილის გასაიდუმლოებული ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაცია “კვირამ” ექსკლუზიურად მოიპოვა, სადაც გრიფით დაცული არაერთი “პატაკი” იყო მსჯავრდებული პრეზიდენტის მიერ შვილების სწავლის საფასურის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდის შესახებ.