ივანე ჩხაიძე: ვაქცინაციის ამ ტემპის შენარჩუნებისას, საქართველო მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის მოცვას მიაღწევს 5 თვეში – ეს დრო ბევრია
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანლის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, თუ ვაქცინაციის აღნიშნული ტემპი შენარჩუნდება, მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის მოცვა 5 თვეში იქნება შესაძლებელი.
მისივე თქმით, ვაქცინაციის ტემპი უნდა გაიზარდოს.
„ამ ტემპის შენარჩუნებისას, საქართველო მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის მოცვას მიაღწევს 5 თვეში. 5 თვე ძალიან ბევრია. ყველაზე მთავარი ამოცანა და ძალისხმევა უნდა იყოს მიმართული, რომ როგორმე მოვახერხოთ ამ ტემპის გაზრდა. მაჩვენებელი, რომელიც ახლა გვაქვს, მნიშვნელოვნად განსხვავდება 15 ნოემბრამდე არსებული რიცხვებისგან. მაშინ 2-3 ათასი იყო, ახლა საშუალოდ 11 ათასი გახდა. კარგია, მაგრამ არ არის საკმარისი”, – აცხადებს ჩხაიძე.