რა მოხდება მაშინ, თუ კომპანია არ იცავს მოთხოვნებს, რომელიც გათვალისწინებულია “მწვანე ბარათების” კუთხით – ბექა ფერაძის განმარტება
შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ კომპანია სისტემატურად დაარღვევს “მწვანე პასპორტის” მოთხოვნის რეგულაციას, ინსპექცია უფლებამოსილია, მას ეკონომიკური საქმიანობა კონკრეტული პერიოდით შეუჩეროს.
“დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, ფიზიკური პირის მიმართ არის 2 000 ლარის ოდენობის სანქცია, იურიდიული პირების მიმართ არის – 10 000 ლარიანი. თუ სისტემატური იქნა დარღვევები და კომპანია საერთოდ არ იცავს იმ მოთხოვნებს, რომელიც გათვალისწინებულია “მწვანე ბარათების” კუთხით, შრომის ინსპექცია უფლებამოსილია, რომ კონკრეტული პერიოდით შეუჩეროს ეკონომიკური საქმიანობა ნებისმიერ ბიზნესსუბიექტს”, – აცხადებს ბექა ფერაძე.
შეგახსენებთ, რომ დღეიდან ქვეყანაში “მწვანე პასპორტები” ამოქმედდა. ვისაც “მწვანე სტატუსი” არ აქვს, შესვლა ეკრძალება რესტორნებში, კინოთეატრებში, გასართობ ცენტრებში, სასტუმროებსა და სხვა დაწესებულებებში.