არჩილ თალაკვაძე ლატვიის სეიმის (პარლამენტი) საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, არჩილ თალაკვაძე საქართველოში ვიზიტით მყოფ, ლატვიის სეიმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრებს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებზე, ქვეყანაში განხორციელებულ დემოკრატიულ რეფორმებსა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციაზე.
„ძალიან პოზიტიური შეხვედრა გვქონდა ლატვიის საპარლამენტო დელეგაციასთან. ვისაუბრეთ საქართველოს დემოკრატიულ რეფორმებზე, დეოკუპაციაზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე. მოგეხსენებათ, რომ რიგაში იმართება ნატო-ს მინისტერიალი და ძალიან მნიშვნელოვანია იმ სახელმწიფოების შემდგომი მხარდაჭერა, რომლებიც წევრობის სტატუსისთვის მუშაობენ – მათ შორის არის საქართველო. შეხვედრაზე განვიხილეთ საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის საკითხებიც”, – განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ არჩილ თალაკვაძემ.