მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოდან გორის ჰოსპიტალში გადაჰყავთ
პატიმრობაში მყოფი, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოდან გორის ჰოსპიტალში გადაჰყავთ, სადაც ის 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციას გადის.
სააკაშვილმა სასამართლოზე სიტყვის უფლებით ისარგებლა.
პარალელურად, სასამართლო პროცესი, რომელიც 7 ნოემბრის საქმეს ეხება, გრძელდება.
ადგილზე სააკაშვილის მხარდამჭერები არიან შეკრებილები. მობილიზებულია პოლიცია.