სააკაშვილის მკურნალი ექიმი: დაიწყო უკვე ძალის გააქტიურება და ბატონი მიხეილი ემზადება სასამართლოსთვის

“მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია”, – ამის შესახებ სააკაშვილის მკურნალმა ექიმმა, ნინო გოგორიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც გოგორიშვილმა განმარტა, სააკაშვილის აღენიშნება მცირე სისუსტე, ლაბორატორიული ანალიზები ნორმის ფარგლებშია.

„დღეისთვის, პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, აღენიშნება მცირე სისუსტე, ლაბორატორიული ანალიზები ნორმის ფარგლებშია. კვების რაციონი არის გაფართოებული და თითქმის არის უკვე სრული მენიუთი, შედგენილია ენდოკრინოლოგების სრული შეთანხმებით და ძალის აღდგენა მიდის.

დაიწყო უკვე ძალის გააქტიურება და ბატონი მიხეილი ემზადება სასამართლოსთვის. შემიძლია, ვთქვა, რომ დღეისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ვფიქრობ, რომ იქნება მზად სასამართლოსთვის“, – განაცხადა ნინო გოგორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები