გიული ალასანია: მნახველების შეზღუდვა არ მიმაჩნია გამართლებულად, ისინი იქ გასართობად არ შედიან

მნახველები იქ გასართობად არ შედიან. ადამიანს სჭირდება მუდმივად ინფორმაცია – ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილის დედამ გიული ალასანიამ გორის სამხედრო ჰოსპიტალში შვილის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, მუდმივად გრძნობს რომ მისი შვილი საფრთხეშია.

„ბოლოს რომ ვნახე, იყო სუსტად, უჭირდა სიარული და წოლა ერჩია. რაც შეეხება კმაყოფილებას, რით უნდა ვიყო კმაყოფილი? კმაყოფილი ვიქნები მაშინ, როცა დავინახავ, რომ ჩემი შვილი არის თავისუფალი. ყველაფერს წარმოვიდგენდი, მაგრამ ამ მდგომარეობას, რაც ჩვენს თავს ხდება, ამას ვერასოდეს წარმოვიდგენდი. ყურადღება ნამდვილად აქვს, თუმცა მე არ ვარ ექიმი და შემფასებლად ვერ გამოვდგები. ზოგადად, ვერ ვგრძნობ უსაფრთხოდ თავს. ამ ქვეყანაში მუდმივად ვგრძნობ საფრთხეს ჩემი შვილისთვის.

მნახველების შეზღუდვა არ მიმაჩნია გამართლებულად, რადგან მნახველები იქ გასართობად არ შედიან. ადამიანს სჭირდება მუდმივად ინფორმაცია. ესენი მისი კოლეგები არიან. ვფიქრობ, არ უნდა შეცვლილიყო ეს მდგომარეობა. წინა შემთხვევაში უშვებდნენ პარლამენტარებს, მის კოლეგებს, მეგობრებს. ახლა რატომ შეწყდა ჩემთვის გაუგებარია და მიმაჩნია, რომ ეს არის გაუმართლებელი“, – განაცხადა გიული ალასანიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები