ხათუნა სამნიძე: #freemisha კამპანია, მიშას გათავისუფლება არის მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება „ნაციონალურ მოძრაობას“ და არ არის ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგი

#freemisha კამპანია, მიშას გათავისუფლება არის მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და არ არის ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგი”, – ამის შესახებ “რესპუბლიკური პარტიის” ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ განაცხადა. მისივე თქმით, პოლიტიკური წესრიგი ამ ეტაოზე არის რიგგარეშე არჩევნების მოპოვება.

„მე ამ იდეის დეტალები არ ვიცი, მაგრამ #freemisha კამპანია, მიშას გათავისუფლება არის მოთხოვნა, რომელიც უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებს, „ნაციონალურ მოძრაობას“ და არ არის ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგი. ვფიქრობ, რომ ეს დაინახა მესამე პრეზიდენტმა და ის თვლის, რომ ეს არის ცალკე გასაკეთებელი კამპანია. დღევანდელი პოლიტიკური დღის წესრიგი არის ის, რომ შევძლოთ და მოვიპოვოთ რიგგარეშე არჩევნები, მაგრამ მე ვფიქრობ და ამ შემთხვევაში ვსაუბრობ „რესპუბლიკური პარტიის“ სახელით, რომ სანამ რიგგარეშე არჩევნების მოპოვებას შევძლებთ, სასიცოცხლოს მნიშვნელოვანია, სწორედ ოპოზიციური პარტიების თანამშრომლობით, “ქართულმა ოცნებამ” კენჭისყრაზე დასვას საკონსტიტუციო ცვლილებები და ჩვენ მივიღოთ ეს ცვლილებები,“ – განაცხადა სამნიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები