ნანა კაკაბაძე – მიხეილ სააკაშვილზე: რომელ ქვეყანაში ეკითხებიან პატიმარს, სად უნდა მოიხადოს სასჯელი

‘რომელ პატიმარს, რომელ ქვეყანაში ეკითხებიან, სად უნდა მოიხადოს მან სასჯელი ან სად უნდა იყოს მოთავსებული”, – ამის შესახებ ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარემ, ნანა კაკაბაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მოთხოვნები გადაჭარბებულია და ის სხვა პატიმრებისგან პრივილეგირებული არ უნდა იყოს.

„ასეთი ორმაგი სტანდარტებით მიდგომა არის ძალიან ცუდი სიგნალი, რადგან ამას უყურებს 300 ათასამდე ადამიანი, რომელმაც გამოიარა სააკაშვილის რეჟიმი.  ამ ქვეყნის ვერცერთი მოქალაქე ვერ გაიხსენებს მსგავს შეფასებებს მაშინაც კი, როდესაც ციხეებში სიკვდილიანობის პროცენტი იყო ათმაგი, ვიდრე ეს არის დღეს“, – განაცხადა ნანა კაკაბაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები