კარლ ჰარცელი: მივესალმები გუშინ მიღებულ ზომებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სერიოზული მდგომარეობის საპასუხოდ განხორციელდა
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მიხეილ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში გადაყვანას მიესალმება. ელჩმა სოციალურ ქსელში გავრცელებულ განცხადებაში იმედი გამოთქვა, ექსპრეზიდენტის კლინიკაში გადაყვანით შექმნილი შესაძლებლობა სამომავლო პროგრესისთვის იქნება გამოყენებული.
„მივესალმები გუშინ მიღებულ ზომებს, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის სერიოზული მდგომარეობის საპასუხოდ განხორციელდა და ასევე, ელენე ხოშტარიასა და სხვების მიერ შიმშილობის შეწყვეტას. ვიმედოვნებ, ეს შესაძლებლობა გამოყენებული იქნება სამომავლო პროგრესისთვის. ფუნდამენტური უფლებები, ობიექტური სამედიცინო რჩევა და სათანადო სამართლებრივი პროცესი საკვანძო რჩება,“- განაცხადა კარლ ჰარცელმა.