დიმიტრი სამხარაძე: ხალხს თავი დაანებეთ, ყველაფერზე წამსვლელო ნაძირლებო, ისედაც ათობით ადამიანი გვიკვდება დღეში
”ოპოზიციიდანაც მკვლელობაზე მიდიან ეს ენითაღუწერელი ბოროტები. ეს რამ მოგაფიქრათ, ბიჭო, ასეთი ბოროტები და უტვინოები როგორ ხართ?!“ – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, დიმიტრი სამხარაძემ განაცხადა და „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ 15 ნოემბერს თბილისში, მტკვრის მარცხენა და მარჯვენა სანაპიროებზე აქციის მონაწილეები საავტომობილო მოძრაობას გადაკეტავენ.
„გაათმაგებულია ქალაქში სასწრაფოების გამოძახების რაოდენობა და სატრანსპორტო კოლაფსი უნდა გავაკეთოთო? თქვენ ბელადს რომ აქეზებთ ზოგიერთები, არ ჭამოო, მაგის სიკვდილს რეალურად მარტო მანდ რომ ნატრობთ ვიღაც-ვიღაცები, ეგ არ გყოფნით და ხალხი გინდათ დახოცოთ?!
სად დაიბადეთ, სად გაიზარდეთ, ასე რამ გაგაბოროტათ, რა დისკომფორტი, ხომ არ გაგიჟდით ყველა მანდ, ერთი ჭკუის დამრიგებელი ნორმალური აღარავინ დაგრჩათ??!! ხალხს ბოლომდე ნუ გააგიჟებთ დამიჯერეთ მე თქვენ!!…ყველაფერი სხვა ფეხებზე რომ დავიკიდოთ, ერთი სასწრაფოს შეფერხებისთვის მოგთხოვთ პასუხს, ერთის!! და ხალხს თავი დაანებეთ თქვე ყველაფერზე წამსვლელო ნაძირლებო, ისედაც ათობით ადამიანი გვიკვდება დღეში და ხელოვნურად რომ დაამატებთ კიდევ, გაპატიებთ ვინმე თუ რა გგონიათ?“, – წერს დიმიტრი სამხარაძე