ნიკოლოზ ჩხეიძე: ვინც ერთი პიროვნების გამო ქვეყანას აზარალებთ, ყველას მოგეთხოვებათ
‘სოლიდარული ვარ! მიდის სრული ლუსტრაცია საზოგადოებაში ! ყველას ეხება მეგობარს, ახლობელს და თუნდაც ოჯახის წევრს!ფასეულობები არ იცვლება! ან დგახარ მათთან ერთად ან არა! არ მწამს იმის, ვისთვისაც ადამიანის და პატიმრის სიცოცხლე და ჯანმრთელობაზე ზრუნვა 2012 წლიდან გაიღვივა ! დროა არჩევანი გაკეთდეს სად დგახარ და რას უჭერ მხარს ! მაგრა ამოხვედით ყელში ფარისევლები და ნებისმიერი “ისტები”! ინგრევა ქვეყანა და პიროვნების მონობას ვერ გაშორდით! გინდა მიშა იყოს და გინდა გრიშა”, – ამის შესახებ ორგანიზაცია “თვისტომის” ხელმძღვანელი, ნიკოლოზ ჩხეიძე სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ის აღნიშნავს, ყველას მოეთხოვება, ვინც ერთი პიროვნების გამო ქვეყანას აზარალებს.
“ვინც ერთი პიროვნების გამო ქვეყანას აზარალებთ, ყველას მოგეთხოვებათ!
Mancho Giorgobiani
Maia Gogoti პოსტიდან:
“მიშა რომ მენახა კორტებთან ჩაცხრილული, მერე ნატყვიარ იღლიაში ავტომატი ამოედოთ და ტერორისტი ჩავცხრილეთო, გული გამიჩერდებოდა ცოდვით. კარანტინის დაშლაში მიშა რომ დუბინკებით, უმოწყალო ცემით გამოეტარებიათ ,სხვა ციხეში გადაყვანის პროცესში და სიკვდილამდე მიეყვანათ ცემით, გამოვვარდებოდი და ბოლო ხმაზე ვიყვირებდი, დაანებეთ თავი თქვე მხეცებო, მეთქი. მიშა და მეგის ქარდავა რომ მოეკლათ რუსთაველზე აქციის დროს, უმოწყალო ცემით და მერე მათი გვამები სახურავზე შემოეგდოთ და პარადი მიეღო მთავრობას, გულის გაგლეჯვამდე ვიყვირებდი, თქვე მკვლელებო, ადამიანები მოკალით და სისხლზე დგახართ მეთქი. მიშა რომ მიესკოჩა მეგის ქარდავას და მისკოჩილი გაეუპატიურებია, მიშა რომ ციხეში დუბინკით გაეუპატიურებიათ, როგორც თეთრაძეს მოექცნენ, მიშა რომ ზღვაშიკისერზე ქვაჩამოკიდებული გადაეგდოთ, მიშა რომ მოლაშვილივით ეწამებიათ ციხეში და მოეკლათ, მიშა რომ მოეკლათ და მერე ახალგაზრდა ბიჭი მიეყოლებიათ და მასთან ერთად გამოეკეტათ ნაქირავებ ბინაში გვამები , ვითომ სექსი ქონდათ და ვერ გაიგეს როგორ გაიგუდნენო, მიშა რომ … მიშა რომ … რამდენი ჩამოვწერო… მიშას რომ არგაეყიდა საქართველოს თითქმის ყველა სტრატეგიული ობიექტი რუსებზე, მიშას რომ 8 აგვისტო კისერზე არ ქონდეს ცოდვად , დახოცილი ბავშვების გვამები იქვე რომ მიყარა და რუსთაველზე გამარჯვების კონცერტი გამართა, მიშას რომ ამდენი დედა არ აეტირებია, ამდენი უბედურება არ მოეტანა, მხოლოდ გზები დაეგო და ასი უფასო სასადილო გაეხსნა, 100 საავადმყოფოგაეხსნა, ასი ქარხანა გაეხსნა, მიშას რომ ავადმყოფ ადამიანებზე ეფიქრა, რომლებსაც სამკურნალოდ ფული ბანკში ბინის ჩადებით არ შეეგროვებიათ, მიშას რომ სიმსივნით და ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებზე ერთი ლარი მაინც გამოეყო….
შემეცოდებოდი მიშა, შემეცოდებოდი! ახლა რა ნამუსით შემეცოდო, ხალხს თვალებში როგორ ჩავხედო. რა ვუთხრა, მიშა ფაფას რო ჭამს ცოდოა მეთქი ? კაცურად არასდროს მოქცეულხარ, ადამიანობა შენთვის გაუგებარი მცნებაა. შენზე სულ ის ანეგდოტი მახსენდება, სიკვდილი რომ მიადგება კაცს და კაცი ზურგით რო უდგება და სიკვდილი ეტყვის: კაცურად მინდა პირიდან ამოგხადო სული თორე, უკანალიდანაც კი ამოგხდიო. ბოლო შესაძლებლობაც გეძლევა, ერთი კაცური სვლა გააკეთო, , მაგრამ, შენ უკანალით უდგები კაცობას, თვალებში როგორ გაბედავ შეხედო.
P.S. პოსტს ვურთავ მიხეილ სააკაშვილის საქმიანობათა ჩამონათვალს, მისი აღმშენებლობის პერიოდში
2005 – ში ჰუჯაბის კომპლექსი გადასცა სომხეთს.
2006 -ში წითელი ხიდი აზერბაიჯანს.
2008 -ში კოდორი და ახალგორი რუსებს.
2009- გარეჯის ნაწილი აზერბაიჯანს.
2012 – უკანონოდ ერთ დღეში 28000 თურქს მისცა მოქ. შედეგად 31 ოქტ. შემოხაზეს 5. ამის შემდეგ ბათუმში შეიცვალა დემოგრაფიულ-ეთნიკურ-რელიგიური მდგომარეობა თურქების სასარგებლოდ დროის უმოკლეს პერიოდში.
რუსულ კომპანიებს მიჰყიდა საქართველოს უმნიშვნელოვანესი სიმდიდრეები და უწყვეტი ფულის ბიუჯეტისთვის შემომტანი შემდეგი სტრატეგიული ობიექტები:
1. ენგურჰესი-რუსული კომპანია”რაოესი”;
2. ჟინვალჰესი – რუსული კომპანია”რაოესი”;
3. რიონჰესი – რუსული კომპანია “ენერჯი ინვესტი”;
4. გუმათი 1- რუსული კომპანია “ენერგო პრო”;
5. გუმათი 2 – რუსული კომპანია “ენერგო პრო”;
6. ლაჯანურჰესი – რუსული კომპანია “ენერგო პრო”;
7. შაორჰესი – რუსული კომპანია “ენერგო პრო”;
8. ვარციხე1 – რუსული კომპანია “ენერგო პრო”;
9. ვარციხე 2 – რუსული კომპანია “ენერგო პრო”;
10. ვარციხე 3 – რუსული კომპანია “ენერგო პრო”;
11.ვარციხე 4 – რუსული კომპანია “ენერგო პრო”;
12. ხრამი 1 – რუსული კომპანია “რაოესი”;
13. ხრამი 2 – რუსული კომპანია “რაოესი”;
14. ხრამი 3 – რუსული კომპანია “რაოესი”;
15. ხრამი 4 – რუსული კომპანია “რაოესი”;
16. ხრამი 5 – რუსული კომპანია “რაოესი”;
17. ყაზტრანსგაზ თბილისი – რუსული კომპანია “გაზპრომი”;
18. გაზ.კომპანია “იტერა” – რუსული კომპანია “გაზპრომის” შვილობილი კომპანია;
19. შავ ზღვაში ნავთობისა და გაზის მომპოვებელი ფირმა “ალექსი” – რუსული კომპანია “გაზპრომის” შვილობილი კომპანია;
20. გარდაბნის მე-9 ენერგო ბლოკი – რუსული კომპანია “ინტერ რაო”;
21. გარდაბნის მე-10 ენერგო ბლოკი – რუსული კომპანია “ინტერ რაო”;
22. მაღალი ძაბვის გადამცემი 500 კილოვატიანი ხაზები – რუსული კომპანია “ინტერ რაო”;
23. “მადნეული” – რუსული კომპანია “პრომიშლენ ინვესტი”;
24. “კვარციტი”- რუსული კომპანია “პრომიშლენ ინვესტი”;
25. საბორნე გადაზიდვები ფოთიდან და ბათუმიდან “რუსეთის რკინიგზა”.
26. კომპანია “ბილაინი” – რუსული კომპანია;
27. “აზოტი” – რუსული კომპანია “პრომიშლენ ინვესტი”;
28. “გაერთიანებული ქართული ბანკი”-რუსული კომპანია “ვითიბი;
29. “ლუკოილ ჯორჯია”-რუსული კომპანია “ლუკოილი”;
30. ზესტაფონის “ფერო”-რუსული კომპანია “პრომიშლენ ინვესტი”;
31. ელმავალთმშენებელი ქარხანა – რუსული კომპანია “დემა კომპიუტერი”;
32. არამიანცის, თბილისის 3# 1 საავადმყოფო – რუსული კომპანია “ბატუსი”;
33. თბილისის წყალი – რუსული კომპანია”ჯორჯიან ვოთერ ენდ პაუერი”.
მანამდე თურქული ბაღი-სკოლა -ინსტ. გაავსო ქვეყანა.
სააკაშვილის დამსახურებაა, რომ აჭარაში თურქები ისე ხსნიან სკოლებს, სასტუმროებს, მედრესეებს, არც გვეკითხებიან.
ებრძოდა ეკლესიას, პატრიარქს, დასცინოდნენ წმინდანებს, სინოდის სხომას ასწრებდა უშიშროებას ,- არის ამის ვიდეო.
დაპატიმრებული ჰყავდა უდანაშაულო მღვდლები.
ჯავახიშვილის უნივერსტიტეტიდან გაყარა პროფესიონალი პროფესორები, უწოდა ჩარეცხილები და გააუქმა კვლევითი ინსტიტუტები, აკადემიას შეუწყვიტა დაფინანსება.
დააწესა ადამიანების ასაკობრივი დისკრიმინაცია. საგარეო საქმეთა სამინისტროდან პოლიტიკური წმენდით დაითხოვა 20 ქართველი დიპლომატი ცენტრალური აპარატოდან და უცხოეთში აკრედიტირებული დიპლომატიური მისიებიდან.
7 ნოემბერს და 26 მაისს სასტიკად დაარბია და გაუსწორდა საკუთარი მოსახლეობა, ეს იყო უმძიმესი სანახავი, ქართველი კაცები დაბორკილები მიწაზე ეყარნენ და ხელკეტებს ურტყამდნენ.
სტრასბურგში 118 საჩივრიდან, 98 წააგეს და სტრასბ. დამნაშავე რეჟიმად ცნო.
32 000პატიმარი და 300 000 პრობაციონერი ჰყავდათ. პატიმრებს წამებით კლავდნენ. მოკლული ჰყავთ 745 პატიმარი. ქუჩაში დახვრეტილი 151 ახალგაზრდა. მის დროს სასამარლოს გამამართლებელი განაჩენი 1% კი არ გამოჰქონდათ.
◽️მოკლეს გურამ შარაძე, ადმირალი ირემაძე, გენერალი კეკუა, პატარკაც. ჟვანია, თეთრაძე, შავაძე, კრიალაშვილი, დუმბაძე, თელია, ცინდელიანი და სხვ. დააინვალიდეს ასეულობით პატიმარი, კობა დავითაშვილი, რეზინის ტყვია თავში მოახვედრეს გია მაისაშვილს, ის დაავადდა სიმსივნით და გარდაიცვალა .
20 000 წამების და არაადამიანური მოპყრობის, ფაილი ნახეს სამეგრელოს ე.წ კასრებში.
პარლამენტი გადაიტანა ქუთაისში, რათა თბილისი კვლავ სომხებს ჩაეგდო ხელში.
ქუთაისში ააფეთქა საუკეთესო ძეგლი, დიდების მემორიალი, რასაც დედა და 9 წლის გოგონა შეეწირა.
ამოწყვიტა აფრასიძეების ოჯახი.
დააწესა სასჯელის შეკრებითობა, ადამიანებს უსჯიდნენ 20-25,30-35 წელს, ფაქტიურად სიკვდილს. დღეს ეს გაუქმებულია.
არის ფსიქიურად აშლილი, ამაზე წერს ცნობილი პოლიტიკოსები და ცნობილი ფსიქიატრები. ამის დასტურია მისი არეული, ისტერიული, ბლუყუნით მეტყველება.
წაართვეს ბიზნესი და ქონება ასეულობით ადამიანს. საზღვარი გაუხსნეს აფრო- აზიას და ცვლიდნენ დემოგრაფიას, გაანადგურეს განათლების და კულტურის სისტემები.
ამოიღეს სამშობლოს ღალატზე და ცილისწამებაზე მუხლი. სკოლებში აიკრძალა დედა ენის სწავლება (2 წლის წინ დააბრუნეს).
მაშინდელი ოპოზიცია ისე ჰყავს დაშანტაჟებული დღეს მონასავით თავის მწამებელს უდგას გვერდში.
დღენახევარში წააგო ომი, გორში ისე გარბოდა სამარცხვინოდ, დაცვა ვერ ეწეოდა.
ომის დროს მისი ჩინოვნიკები წითელ ხიდზე ასწრებდნენ ერთმანეთს.
მსოფლიოს არ ახსოვს მსგავსი ფაქტი, ორჯერ პრეზიდენტად არჩეულმა უარი თქვა საკუთარი ქვეყნის მოქალაქეობაზე.
რუსი ოკუპანტის ძახილით, მთელი ეკონომიკა და ქვეყნის ძირითად სტრატეგიული ობიექტები გადასცა რუსებს. გრიგოლ ვაშაძე, ნაყოფია, ხოშტარია, ბენდუქიძე, რუსეთის მოქალაქეები ჰყავდა მინისტრებად.
გაეროში 1633 პუნქტზე ხელი მოაწერა, ომი ჩვენ დავიწყეთო, კასეტური ბომბები ვისროლეთო. უარი თქვა, ოკუპ. რეგიონების საკითხი ეუთოს და გაეროს გადაეწყვიტა, (ამას სარკოზი წერს) ამით რუსებს პირდაპირ აღიარებისკენ უბიძგა.
ქვეყანას დაუმალა, კაპიტულაციის აქტზე, რას მოაწერა ხელი.
– სოხუმი არასოდეს იყო ჩვენიო აღიარა ერთერთ გამოსვლაში.
– ნულოვანი ტოლერანტობა, ყველანი ციხეშიო.
150, მის მიერ დაკარგულ სოფელზე, რაღაც ქვა-ღორღი იყოო, ამის შემომქმედს და მთქმელს მოსახლეობის 27% უჭერს მხარს და აგრესიულად ითხოვს მის დაბრუნებას!”, – წერს ჩხეიძე სოციალურ ქსელში.